რეზონანსი
01.09.2023

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.

მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.

თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.

კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×