რეზონანსი
01.09.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×