რეზონანსი
01.09.2023

ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა.

„მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდ ვიმუშაოთ - სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×