რეზონანსი
01.09.2023

2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„თუ საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე - დასახელდა 2030 წელი, რაც მერე უარყვეს, მაგრამ პირობითად რომ ავიღოთ 2030 წელი, თუ ვინმე იქნება მზად ამ 10 ქვეყნიდან, რომ 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო, თავისი ეკონომიკური მოცემულობით, დემოკრატიული სისტემით და აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას. 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია", - აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×