რეზონანსი
31.08.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები ჩართული არ არიან, - ამის შესახებ „ქრონიკას" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართულნი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში", - განმარტეს საგარეო უწყებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×