რეზონანსი
30.08.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე".

„ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროკომისია, ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელიც არის ქვეყნებისგან შემდგარი ფორუმი. მასში წარმოდგენილია 27 ქვეყანა. დამაბნეველია, თუ მათ ერთმანეთში შეთანხმებული არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია და ერთმანეთთან ნასაუბრები არ ჰქონიათ. შარლ მიშელმა, 2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო, ევროკომისია ამბობს, ყველაფერს მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთო. ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსის მომხრე ქვეყნები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს და დამაბნეველი გადაწყვეტილებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ. ვიცით, რა გვინდა და ჩვენს პოზიციაზე ვართ - ამჯერად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ინტენსიური მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×