რეზონანსი
30.08.2023

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს. გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია. შეასრულოს ევროპელი პარტნიორების არაერთი მოწოდება ქვეყნის დეპოლარიზაციისთვის, ევროპული მომავლისთვის - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის ჩართულობა, მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. რომელ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრასაც გეგმავს, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან. პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან", - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×