რეზონანსი
30.08.2023

რუსთავში, ფალიაშვილის სკვერშია არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა რეკრეაციულ სივრცეში არსებულ სტადიონზე მოხდა.

"ბავშვებმა იჩხუბეს და მშობლებმა პატრული გამოიძახეს. რამდენიმე ბავშვი იყო 8-9 წლის. თმებში წვდა ერთ-ერთი მეორეს, იმან ცუდი სიტყვა უთხრა და… " - უთხრა "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×