რეზონანსი
29.08.2023

იტალიური მედიის ცნობით, დააკავეს საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.

სამართალდამცავები ამბობენ, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×