რეზონანსი
29.08.2023

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი გამოცემა "სპუტნიკთან" საუბრობს.

სამხრეთ ოსეთში ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ვიზიტისას მან თქვა, რომ "რუსეთმა უზრუნველყო და გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სახელმწიფო მშენებლობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში".

"საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი [ქვეყნებს] საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია", - განაცხადა მან.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×