რეზონანსი
28.08.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ რომის პაპი რუსეთის დიდმპყრობელურ იდეებს ავრცელებს.

25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები".

"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის დიდმპყრობელური იდეები, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის ქრონიკული აგრესიის მიზეზია, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, რომის პაპისგან გვესმის, რომლის მისია, ჩვენი გაგებით, სწორედ ის არის, რომ თვალები გაუხილოს რუს ახალგაზრდობას რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის დესტრუქციული კურსის შესახებ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი იმპერიალისტური პროპაგანდით და დიდი დედა რუსეთის გადარჩენის აუცილებლობით კრემლი ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობასა და ასობით უკრაინული ქალაქისა და სოფლის განადგურებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×