რეზონანსი
28.08.2023

რეკომენდაციის საფუძველზე, უახლოეს საათებში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარე ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გეოლოგების მიერ შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

„რეკომენდაციის საფუძველზე უახლოეს საათებში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები. გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება და შეიზღუდება მომლოცველთა, ტურისტებისა და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. პარალელურად განვაგრძობთ, გეოლოგიის სამსახური განაგრძობს მუდმივ დაკვირვებას. გეოლოგები დააკვირდებიან პროცესს და რეკომენდაციების შესაბამისად ვიმოქმედებთ", - აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდის ნაწილი 27 აგვისტოს ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მონასტერთან გადაადგილება შეზღუდულია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×