რეზონანსი
28.08.2023

უკრაინის მთავრობა რომც არ მოგწონდეს, რაღაც პრეტენზიები გქონდეს, მაინც იქითა მხარეს უნდა იყო, რადგან ცივილიზებული სამყარო იქითა მხარეს დგას და ჩვენც იქით უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება".

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რუსეთის დამარცხებით ბუნებრივად გაჩნდება შანსი ტერიტორიების დაბრუნების.

„თავისთავად, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს, რომ რუსეთი მარცხდება. როცა რუსეთი მარცხდება, ბუნებრივად გაგვიჩნდება შანსი, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, რადგან რუსეთს რესურსი არ ექნება, წინააღმდეგობა გასწიოს საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ როცა უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება იქნება კაპიტულაციაზე თუ რაიმე შეთანხმებაზე, იმ მომენტში ჩვენ ახლოს ვიყოთ გამარჯვებულ მხარესთან. ჩვენი მთავრობის წყალობით, დამარცხებულის მხარეს თუ აღმოვჩნდებით, არ მგონია, ეს შანსი გამოვიყენოთ. ამიტომ უკრაინის მთავრობა რომც არ მოგწონდეს და რაღაც პრეტენზიები გქონდეს, მაინც იქით მხარეს უნდა იყო, რადგან, ზოგადად, ცივილიზებული სამყარო იქით მხარეს დგას და ჩვენც იქით უნდა ვიყოთ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×