რეზონანსი
28.08.2023

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" ნებისმიერ დროს მოინახულოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

მისივე თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×