რეზონანსი
27.08.2023

ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ამინდი სანაპირო კურორტებზე: ზაფხული არ აპირებს წასვლას!

მეტეოროლოგიური ზაფხული დასკვნით ეტაპზე შევიდა, მაგრამ თუ გადავხედავთ პროგნოზს, მაშინ ცხელი დღეების დასრულებამდე ჯერ ადრეა.

ბოლო მონაცემებით და უახლესი ამინდის განახლებების მიხედვით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში სანაპირო კურორტებზე მზიანი და ცხელი ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამით +20, +22, დღისით +29, +31 გრადუსი სიცხე.

მომდევნო ახალ კვირას, მხოლოდ ერთი დღე გვექნება წვიმიანი და ეს იქნება სამშაბათი, სხვა დანარჩენი ძირითადად მზიანი და ცხელი დღეები გაგრძელდება, იმ განსხვავებით, რომ გასული კვირებისგან განსხვავებით, შედარებითი ტენიანიანობის შემცირების გამო, სიცხე არ იქნება რთულად ასატანი.

ასე, რომ ნებისმიერი ამინდის მოყვარულისთვის მშვენიერი დღეები გველოდება წინ!

სასიამოვნო უქმეები თქვენ ჩემგანაც"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×