|

თეა წულუკიანმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩის მოგება მიულოცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კაბო ვერდესთან შეხვედრას პირადად დაესწრო. „პირველი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო და ყველას ერთად გვეზეიმა ეს გამარჯვება იაპონიაში, საქართველოში, თუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ნაკრების გულშემატკივრები ეკრანთან ისხდნენ და ელოდებოდნენ მატჩის დასასრულს, ამისათვის ქართულმა კალათბურთმა თანამედროვეობის ბოლო წლებში საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით. ამიტომაც, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, ვინც დიდი შრომა გასწია დღევანდელი გამარჯვებისთვის. სიმბოლურიც არის, რომ პირველი მატჩი იყოს გამარჯვების მატჩი, რომელიც გზას გაუხსნის მომდევნო გამარჯვებებს. ჩვენ ვრჩებით აქ, რომ იაპონიაში ვუგულშემატკივროთ ჩვენს შესანიშნავ სპორტსმენებს და საქართველოს აქედან მივულოცოთ მომავალი წარმატებები და იმედი მაქვს, დიდი გამარჯვებებიც", - განაცხადა მინისტრმა.საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს სძლია - 85:60.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|