რეზონანსი
26.08.2023

2023 წლის 7 თვეში საქართველომ რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. იანვარ-ივლისში ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ, მაშინ როცა 2022 წელს [წლიურად] ეს მაჩვენებელი 971.1 მლნ კვტ.სთ იყო.

2023 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 80.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც თითქმის 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. აქედან 71 მლნ დოლარამდე ღირებულების ელექტროენერგია საქართველომ თურქეთში გაყიდა, ანუ 10 მლნ დოლარით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ჯამში საქართველოდან თურქეთში 975,91 მლნ კვტსთ-ის მოცულობის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 85%-ს შეადგენს.

ასევე 5 მლნ დოლარამდე გაზარდა საქართველომ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. აზერბაიჯანში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 86,16 მლნ კვტსთ შეადგენს.

Galt and Taggart-ის პროგნოზით, ადგილობრივი მოთხოვნის კლების ტენდენციისა და თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×