რეზონანსი
26.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი - დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.

გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრებს - მეუღლესა და სამ მცირეწლოვან ბავშვს პატივი უამრავმა მოქალაქემ მიაგო.

დუდაშვილების ოჯახი - 3 მცირეწლოვანი ბავში, დედასთან ერთად შოვში ისვენებდა. 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები კიდევ 2 დაკარგულს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×