რეზონანსი
26.08.2023

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოში არსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულების (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) რიცხვი, 2021 წელთან შედარებით, 24.6%-ით - 437-ით გაიზარდა და 2 213 შეადგინა.

2022 წელს ამ დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3%-ით და 45.8 ათასია.

მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5% ინდმეწარმის მფლობელობაშია. 43,8% - შპს და 0,9% სააქციო საზოგადოებაა.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაა, ხოლო 0.3% - სახელმწიფო საკუთრებაში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×