რეზონანსი
26.08.2023

„თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი გაძვირდა, ხოლო გაყიდვებმა იკლო.

„2023 წლის ივლისში თბილისში 3,336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.

საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და კვადრატულ მეტრზე 1,164 დოლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 13.1 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია.

თვიურ ჭრილში, ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და 255 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა" - ნათქვამია კვლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×