
„რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირება, ხშირად გამხდარა მსჯელობის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. თუ რამდენად არის მიზანშეწონილი სახელმწიფო ბიუეტიდან მოსახლეობის თანადაფინანსება, უნდა გამოვიდეთ არა მხოლოდ სახელმწიფოს მხიდან გაწეული ცალმხრივი ხარჯების პოზიციონირებიდან, არამედ ეკონომიკური სარგებლის ერთიან კონტექსტში.
ნიშანდობლივია, რომ თუნდაც ბოლო ათ წელიწადში გადამუშავდა 5 ჯერ მეტი ყურძენი, და თუ 2012 წელს ეს მაჩვენებელი 52 ათა ტონას შეადგენდა, ბოლო წლებში კოვიდ პანდემიურ პერიოდშიც კი 283 ათას ტონამდე იყო გაზრდილი, ხოლო ბოლო 2 წელიწადში სტაბილურად საშუალოდ 255 ათას ტონას შეადგენს ანუ საშუალოდ ბოლო 10 წელიწადში გაზრდილია მინიმუმ 5 ჯერ.
ამასთან, 2013 წლიდან 2022 წლამდე, კახეთში მევენახეებმა შემოსავლების სახით მიიღეს 2,14 მლრდ ლარი და თუ 2012 წელს შემოსავალი 35 მილიონი ლარი იყო, 2022 წელს შემოსავალმა - 270 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8 ჯერ მეტია. რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, პროგრესულად იზრდება ახალი ვენახების ფართობი, რაც თუნდა „ნაციონალების" მართველობის ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ისიც კარგად გვახსოვს თუ როგორ ჩეხავდენ სავენახე ფართობებს! ამის მიზანი კი არც მეტი და არც ნაკლები, გაჩეხილი ფართობების ხელში იაფად ჩაგდება იყო მაშინდელი ნაცელიტის მიერ!
თვალსაჩინოებისათვის თუ თუნდაც 2013 წელს, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას ვენახების ფართობი შეადგენდა 25 ათას ჰექტარს, ამჟამად ვენახების ფართობი გაორმაგებულია და აღწევს 50 ათას ჰექტარს. მიღებული ეკონომიკური ეფექტის კიდევ ერთი მდგენელი არის ღვინის კომპანიების რაოდენობა, 2012 წლამდე თუ ღვინის 40 მდე კომპანია იყო, ამჟამად ღვინის ეროვნულ სააგენტოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 2510 კომპანია!.
ღვინის კომპანიათა ზრდა, პირდაპირპროპორციულად აისახა ექსპორტზეც და დასაქმებაზეც. 2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტი შეადგენდა 20 მლნ ლიტრს და შედარებისათვის გასულ წელს ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობის, 5 ჯერ მეტი, 103,4 მლნ ლიტრი ღვინო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტი, განსაკუთრებით ლიბერტარიანულ პოზიციაზე მდგარი ოპოზიციის მხრიდან დღემდე, რომ არის კრიტიკის ობიექტად ქცეული. მარტო სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია მცირე და დიდი ზომის, ღვინის 66 საწარმო, მათ შორის 37 კახეთის რეგიონში.
ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც სწორედ ყურძნის სუნსიდირებიდან ღვინის წარმოებაზე გადასვლას ემსახურება, ღვინის წარმოების მიზნობრიობით გაცემული საბანკო სესხის ოდენობა 390 მლნ ლარს აღემატება, სააგენტოს თანადაფინანსება 108 მლნ ლარზე მეტია. მათ შორის კახეთის რეგიონში გაცემული სესხის ოდენობა 292 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 81 მლნ ლარს აღემატება.
ამ სტატისტიკური მონაცემებითაც კარგად მოჩანს, რომ ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი რამდენად არის ამოღებული, ეკონომიკის სტიმულირების შედეგად, ერთ ლარზე უკუგება, ანუ ბიუჯეტში უკან ჩაბრუნება საშუალოდ 5 ლარია!
მევენახეობის, როგორც სტრატეგიული მიმართულების მხარდაჭერა გარდა ეკონომიკური ეფექტისა, დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, და ნათალად აჩვენებს ამ წლების მანძილზე, ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის სწორ ხასიათს, ხოლო ბოლო 2 წლის მაჩვენებლები, რაც ორმაგი ეკონომიკური ზრდის და გაზრდილი ბიუჯეტისნ პირობებში ხორციელდება, პრემიერ ურაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური საქმიანობის აქტივში უნდა ჩაითვალოს!", - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.