რეზონანსი
25.08.2023

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს.

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მხრიდან ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლის ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე, იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული და ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს.სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში - კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×