რეზონანსი
25.08.2023

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი თბილისში ფიქსირდება, 18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის, მესამე ადგილზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა რაოდენობით კი, იმერეთია, სადაც სოციალურ შემწეობას 19 930 პირი იღებს.

ყველაზე ნაკლები საარსებო შემწეობის მიმღები 18 წლამდე პირი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთშია რეგისტრირებული, მათი საერთო რაოდენობა 1243-ს შეადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ შემწეობას 6 წლამდე ასაკის 48 548 ბავშვი იღებს. აქედან ყველაზე მეტი, 11 616 ბავშვი თბილისშია რეგისტრირებული, 8 130- ქვემო ქართლში, 5 393 ბავშვი სოციალურ შემწეობას კი იმერეთში იღებს.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 6-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 53 196 წარმომადგენელი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×