რეზონანსი
23.08.2023

ტვერის ოლქში, ავიაკატასტროფის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×