რეზონანსი
20.08.2023

ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკულ მოიერიშე თვითმფრინავებს გადაცემის ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანიიდან და ნიდერლანდებიდან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ვაშინგტონმა გასულ კვირას გასცა.

„დღეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ნიდერლანდები და დანია იღებენ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულებას შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც შესრულდება გადაცემისთვის საჭირო პირობები", - განაცხადა რუტემ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პილოტებისა და ინჟინრების სათანადო მომზადების შემდეგ, უკრაინა 42 F-16-ს მიიღებს.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. F-16-ებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რუსმა ტერორისტებმა თავი შორს დაიჭირონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისგან. ჩვენ შევთანხმდით თვითმფრინავების რაოდენობაზე. ისინი გადმოეცემა უკრაინას მას შემდეგ, რაც ჩვენი პილოტები და იინჟინრები სათანადო წვრთას გაივლიან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×