|

კონკურენციის სააგენტო კინოთეატრების ონლაინბილეთების რეალიზაციის საკითხს იკვლევს. მოკვლევა Biletebi.ge-ს მიმართვიანობისა და სარჩელის საფუძველზე დაიწყეს.
შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია სასამართლოს მხრიდან და ამ დროისთვის, კომპანიებს ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება შეჩერებული აქვთ.
"თემა ეხება ბილეთები.ჯი-ს საჩივრის საფუძველზე დაწყებულ მოკვლევას, რომელიც მიმდინარეობს TKT.ge-სა და მისი მფლობელი კომპანია "თინეთის" წინააღმდეგ. "თინეთის" დამფუძნებელი არის "თბს ბანკ გრუპი", რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთში. საქმე ეხება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას და მეორე ეს არის შესაძლო შეთანხმებული ქმედება რამდენიმე კომპანიას შორის. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია კინოთეატრების რეალიზატორ კომპანიასა და "თინეთს" შორის, მოიცავდა ისეთ ჩანაწერებს, რომელიც წინასწარი შეფასებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკურენციის შემზღუდველ ჩანაწერად მიიჩნია. მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ექსკლუზივის ჩანაწერის პირობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი აქამდე მხოლოდ TKT.ge-ს ჰქონდა კინოთეატრების ბილეთების ექსკლუზიურად რეალიზაციის უფლება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერს შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს. ეს შეჩერება მოკვლევის დასრულებამდე გაგრძელდება," - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|