რეზონანსი
17.08.2023

"აზოვი" უკვე აღდგა და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "აზოვის" ბრიგადა ლუკანსკის ოლქში მოქმედებს.

"აზოვის" სპეციალური დანიშნულების ლეგენდარული ბატალიონი აღდგა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას შეუდგა სერებრიანსკის რაიონში," - განაცხადა ურშალოვიჩმა.

მან აღნიშნა, რომ "აზოვის" მებრძოლები მყარად იცავენ დაკავებულ საზღვრებს და მტერს გამანადგურებელ დანაკარგებს აყენებენ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×