რეზონანსი
17.08.2023

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. 75 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მამაკაცი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 9 აგვისტოს გადმოვარდა. როგორც მძღოლი აცხადებდა, კაცი სატრანსპორტო საშუალებიდან მისი გაჩერებისა და კარის გაღების შემდეგ გადავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×