რეზონანსი
15.08.2023

„ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია: ერთი - საბედნიეროდ, პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე - ყველა სხვა დანარჩენი", - ამის შესახებ „ქარ­თუ­ლი ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

ნინო წილოსანი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებსა და ამ განცხადებების საპასუხო გამოხმაურებებს ეხმიანება და წერს, რომ „ირაკლი კობახიძეს კანიბალების შემოტევა აქვს".

„ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო, ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ... როცა მათ არ სურთ, მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..

მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.

ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×