რეზონანსი
04.08.2023

3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ვე­ნებ­და და ამ დრომ­დე ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია.

და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი, გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე. ისი­ნი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვის ბაია გე­გე­ში­ძე რა­ჭის ჯგუფ­ში ავ­რცე­ლებს.

„გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე, ამ წა­მამ­დე არ ჩა­ნან. ერ­თად იყ­ვნენ. გო­გო­ნე­ბის ბოლო სამ­ყო­ფე­ლი იყო კალ­ცის წყა­ლი, რო­გორც გვი­თხრა გვან­ცამ, გუ­შინ, სე­ირ­ნობ­დნენ, დღის 4 ის 20 წუთ­ზე. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

წყა­რო­ე­ბი­დან, რო­გორც ვი­ცით, კალ­ცის წყლის ქვე­მოთ არ­სე­ბუ­ლი ორი ხიდი აღარ არის და მე­წყერ­მა წა­ლე­კა. ვინ­მე თუ რა­ი­მეს გა­ი­გებთ ან ნა­ხავთ ამ ტე­რი­ტო­რი­ას, გთხოვთ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ. ტე­ლე­ფონ­ზე კავ­ში­რი ამ წუ­თამ­დე არის, მაგ­რამ არ გვპა­სუ­ხობს გვან­ცა და ვცდი­ლობთ აიქ­ლა­უ­დით მო­ძებ­ნას.

არის ასე­ვე ვა­რა­უ­დი, რომ მან­ქა­ნა და­ტო­ვეს და გა­და­იყ­ვა­ნეს, ან ტყეს შე­ა­ფა­რეს თავი".

შუ­ა­დღეს ბა­ი­ამ კი­დევ ერთი პოს­ტი და­წე­რა მე­გობ­რებ­ზე, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ გო­გო­ნე­ბის კვალ­ზე ამ დრომ­დე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი არ გა­სუ­ლა..

„ბევ­რი კი­თხუ­ლობს მდგო­მა­რე­ო­ბას. გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი და გო­გო­ნე­ბი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, კი­დევ ეძებს სა­მაშ­ვე­ლო. არც მან­ქა­ნა იძებ­ნე­ბა.

აიქ­ლა­უ­დით (ჯი­პი­ე­სით) ფიქ­სირ­დე­ბი­ან უწე­რა­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი 50/50-ზეა, უამ­რა­ვი ვა­რა­უ­დია, ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვებ­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

მოკ­ლედ და ერთი შე­ხედ­ვით, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­მელ­საც თან წვი­მაც და­ე­მა­ტა კვლავ. ვე­ლო­დე­ბით სა­მაშ­ვე­ლოს, რა­ი­მე სი­ახ­ლეს, რა­ი­მე პა­სუხს. ეძე­ბენ და­მა­ტე­ბით 30-35მდე ადა­მი­ანს. მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×