რეზონანსი
01.08.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონული დაკავშირებადობის უნარს საოცრად ზრდის.

„მიხარია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ქალაქ ალმატიში. შესანიშნავი წინსვლა გვაქვს ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონული დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის.

შუა დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის ამბიციური გეგმები განვითარების ახალი ერის დასაბამია", - აღნიშნავს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×