რეზონანსი
04.07.2023

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში და პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე"- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება ჩვენ რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×