რეზონანსი
04.07.2023

როდესაც ამხელა ცოდვებით ხარ დამძიმებული როგორც პოლიტიკური პარტია, „ნაცმოძრაობასა" და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზეა" საუბარი, რა თქმა უნდა, არ გაქვს იმის რესურსი, რომ კონსტრუქციულად გადაერთო ახალ პოლიტიკურ რეჟიმზე. საკუთარი ცოდვების მძევლები არიან ეს ადამიანები, ამიტომ უწევთ მუდმივად რაღაც თემების გამოგონება რადიკალიზაციისთვის და რა თქმა უნდა, პოლარიზაციას ეს მიზეზი აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" არის ლოკალური ომის პარტია, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს გლობალური ომის პარტია.

„პოლარიზაცია დაიწყო 2011 წელს, გახსოვთ, როგორ ჩატარდა მაშინდელი არჩევნები. იყო სრული ძალადობა და აბსოლუტურად კატასტროფული ვითარება და იქიდან მოგვყვება ეს პოლარიზაცია ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს გაგრძელდა 2012 წლის შემდეგ. როდესაც ამხელა ცოდვებით ხარ დამძიმებული როგორც პოლიტიკური პარტია, „ნაცმოძრაობაზე" და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზეა" საუბარი, რა თქმა უნდა, არ გაქვს იმის რესურსი, რომ კონსტრუქციულად გადაერთო ახალ პოლიტიკურ რეჟიმზე. საკუთარი ცოდვების მძევლები არიან ეს ადამიანები, ამიტომ უწევთ მუდმივად რაღაც თემების გამოგონება რადიკალიზაციისთვის და რა თქმა უნდა, პოლარიზაციას ეს მიზეზი აქვს. თავის დროზე კონკრეტული ძალები პირდაპირ ხელს აფარებდნენ „ნაცმოძრაობას", პირდაპირ ითხოვდნენ არ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეები „ნაცმოძრაობის" ლიდერების მიმართ. სარგებლობდნენ იმით, რომ მაშინ იყო კოალიციური რეჟიმი „ქართულ ოცნებაში" და ამიტომ ამითაც იყო შეზღუდული მმართველი პოლიტიკური ძალა. ბევრი ფაქტორი იყო და საბოლოო ჯამში მოხდა რა, გარკვეული გარე ჩარევით ჩვენ მთავარ ოპოზიციურ ძალად, ხელოვნურად დაგვიტოვეს „ნაცმოძრაობა". აბსოლუტურად დისკრედიტებული და ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალა. ვიდრე ეს მოცემულობა გვაქვს, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხი არსებითად ვერ შეიცვლება. კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ა.შ. შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პოლარიზაციის შემცირებაში, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩება. ეს ცოდვები არ ჩამოეხსნება „ნაცმოძრაობას" და ეს სიმძიმე მას დარჩება და იძულებული იქნება კვლავაც, რომ ეს რადიკალიზმი შეინარჩუნოს. ეს პრობლემა არ მოგვარდება მანამდე, ვიდრე მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში ამხელა ცოდვებით არის დამძიმებული, ეს რეალობაა. თუ თავიდანვე იქნებოდა ობიექტური მსაჯულის როლი უზრუნველყოფილი გარედან, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა თავიდანვე არ შეიქმნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა პროცესები. ახლაც არის გარკვეული გარე მხარდაჭერა იგივე ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ. გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები 2021 წელს, რა ხდებოდა შემდეგ უკვე 2022 წელს. გარე მხარდაჭერა კონკრეტული ძალების აქვთ ჩვენი ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს. ჩვენ ვხედავთ აქ ერთ კონკრეტულ მიზეზს, ეს არის ლოკალური ომის პარტია, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს გლობალური ომის პარტია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×