რეზონანსი
04.07.2023

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით მიუღებელია.

ზარქუას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გააკეთა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

"ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენი გუშინ მოვისმინეთ, რომ ჩვენი ელჩი იქნას გაწვეული, ბუნებრივია მიუღებელია. მე ვცდილობ, რომ სიტყვები შევარჩიო, რადგან უკრაინა მაინც ომში ჩართული ქვეყანაა და მისი ლიდერის გადაწყვეტილება, შემიძლია ვთქვა, რომ იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს არ ჯდება არანაირ არგუმენტი.

მაშინ, როდესაც საქართველო და მისი საელჩო იყო ერთადერთი საელჩო და წარმომადგენლობა უკრაინაში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, არ დაუტოვებია უკრაინელი ხალხი მაშინ, როდესაც სხვა საელჩოები გაიხიზნნენ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. ამ პატარა ქვეყანამ შევძელით ის, რომ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამეულში მოვხვდით და ამის შემდეგ გამოდიხარ და ამ გადაწყვეტილებას იღებ, ეს არის უსამართლობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×