რეზონანსი
04.07.2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო, ამბობს, რომ რეზექციის, კუჭის ოპერაციის რეკლამა იხილა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილთან საკუთარი ოჯახის წევრებს შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები.

"გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით, 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო, 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა. საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, ეს ერთი, მეორე, ადამიანი, ჩვენ ამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?! ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა", - თქვა კობახიძემ.

მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×