რეზონანსი
04.07.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოდან ევროპაში პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის.

„იქნება თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? შინაარსით ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავიდან იქნება წარმოდგენილი ევროკომისიის ანგარიში შესრულებასთან დაკავშირებული, მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უფრო მეტიც, უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს. იმ შემთხვევაშიც თქვეს, რომ ანალოგიურად დაახლოებით 75% არის შეუსრულებლობა, თუ ხისტად გავყვებით, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი. ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100%-ით უნდა შესრულდეს 12-ვე პრიორიტეტი, რათა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს და ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ შეგვექმნა მაქსიმალური საფუძველი კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, ერთი რისკი ისაა, რომ არის 27-ვე ქვეყანა და სრული კონსენსუსით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საკმარისია, ერთი ქვეყანა გადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კობაძიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×