რეზონანსი
03.07.2023

როგორც „ლიბერალური აკადემიის დირექტორმა", ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა,ზელენსკიმ ძალიან რბილი ტონალობით, თხოვნით დაიწყო ამაზე [მიხეილ სააკაშვილზე] საუბარი და სამწუხაროდ, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ის მნიშვნელოვნად მკვეთრია, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით რაღაც წითელი ხაზები არ გადაულახავს. რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, უკრაინა საქართველოსაგან მეტ თანადგომას ელოდება.

„მან ძალიან რბილი ტონალობით დაიწყო ამაზე საუბარი. თხოვნით, მერე ცოტა დაჟინებული თხოვნით და სამწუხაროდ, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ის მნიშვნელოვნად მკვეთრია, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით რაღაც წითელი ხაზები არ გადაულახავს, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ რა არის დღეს საქართველო, ამ პერსპექტივაში რა იქნება საქართველო უკრაინისთვის," - განახადა ტუღუშმა.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილს, ტუღუშის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან სააკაშვილს აქვს დარჩენილი „რაღაც აქტივი", თუმცა ვერ ხედავს, რომ მას რაიმე „საპირწონე პერსპექტივა" ჰქონდეს.

„ასეთ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი, რომელიც იყოს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს, ასეთ კონდიციაზე ნამდვილად ძალიან მძიმე საყურებელია. შეიძლება გქონდეს ანგარიშსწორების განცდა, იყო ნაწყენი, გაბრაზებული და იძახდე, რომ „ახია მასზე" და რაღაც, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით, რომ ადამიანური მომენტები, ადამიანობა, ვინც არ უნდა იყოს, მის მიმართ რაღაცნაირად გასათვალისწინებელი უნდა იყოს და ამისკენ მოგვიწოდებენ," - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გარდა ამისა, ტუღუში „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი ხელმძღვანელობისადმი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, რომ მელიას პოზიცია მიანიშნებს იმაზე, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირება გრძელდება და ალბათ, ეს უფრო და უფრო გაძლიერდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×