რეზონანსი
03.07.2023

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათის განმავლობაში კიევი უნდა დატოვოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე თბილისში კონსულტაციები გამართოს, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტას ნიშნავს.

ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა.

„ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან მოითხოვა, რომ 48 საათის განმავლობაში საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის.

„ქართული ოცნების" მეცადინეობით, ომში მყოფ მეგობარ ქვეყანასთან ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ურთიერთობები, რაც მხოლოდ მოსკოვს ახარებს.

რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება არის პირდაპირ ის, რისი სურვილიც აქვს რუსეთს. ახლა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინასთან!",- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×