რეზონანსი
03.07.2023

მე მგონი, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილის როლი ამ პოლიტიკაში არის პოლარიზაციის გამაღრმავებელი - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილთან დებატები გამართოს და ამით „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალი დაასხას?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაციის ორი წყარო არსებობს - „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", პერსონალიზებულად კი მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილთან დებატები გამართოს და ამით „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალი დაასხას?

ამ ქვეყანაში პოლარიზაციის ორი წყარო არსებობს. ერთ არის „ნაციონალური მოძრაობა" და მეორე „ქართული ოცნება". უფრო ზუსტად, ერთი არის ბატონი სააკაშვილი, მეორე არის ბატონი ივანიშვილი. ივანიშვილი სააკაშვილივით ხშირად არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ის არის. ამიტომ რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ 600 000 კაცი არის, 540 000 კაცი არის თუ 700 კაცი არის სააკაშვილის მხარდამჭერი, ის რჩება და დარჩება პოლარიზაციის წყაროდ ამ ქვეყანაში. მე მგონი, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილის როლი ამ პოლიტიკაში არის პოლარიზაციის გამაღრმავებელი," - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, „ამ ქვეყანაში „ნაც-ქოცური" კარუსელი უნდა დასრულდეს".

„ოპოზიციამ საზოგადოების კონსოლიდაცია თუ მოახერხა, ვერანაირი რეპრესიული მეთოდები ვერ გადაწონის ხალხის ნებას და ეს ამ ქვეყნის ისტორიამ ძალიან ბევრჯერ გამოსცადა," - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×