რეზონანსი
30.06.2023

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ უამინდობასა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×