რეზონანსი
30.06.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ ჰყავს ისეთი ლიდერები, რ

ომლებსაც შეუძლიათ შინაარსობრივი ოპონირება, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური სკანდალებითა და დესტრუქციით არიან დაკავებული.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონებში, არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და რაც მთავარია, უსაფრთხოება და მშვიდობა, რაც დაცულია ქვეყანაში, მიწასთან დაკავშირებული რეფორმა, ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები როგორც სპორტის, ასევე კულტურისა და სოციალური მიმართულებით. საუბარია როგორც გამოწვევებზე, ისე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და რაც ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს. 

მეორე მხარეს რომ შევხედოთ, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად აცილებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს. მათ არ აქვთ საკითხები, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. არ ჰყავთ ისეთი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ შინაარსობრივი ოპონირება, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური სკანდალებითა და დესტრუქციით არიან დაკავებული. ჩვენ ეს არ გვაშინებს, რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გავცემთ მათ პასუხს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×