რეზონანსი
30.06.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სასწავლო დაწესებულების სამძიმრის ტექსტში ვკითხულობთ, მესამე კურსის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, ლიკა ოკიჯანოვის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს. IBSU-ს სტუდენტებმა ლიკას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მის სახელზე სანთლები დაანთეს“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×