
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში შთამბეჭდავია და ის მაღალ დონეზე შესრულებული დოკუმენტია, რომელიც საქართველოს წარმატებას ასახავს.
სარჯველაძის განმარტებით, ოპოზიციის მიზანია ყალბი, დამახინჯებული სურათი შექმნას თითქოს საქართველოში კატასტროფა ხდება, შესაბამისად, დღეს კონსტრუქციული და საქმიანი განხილვები ვერ შედგება.
"ეს არის შთამბეჭდავი ანგარიში, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული და მომზადებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაკვირველია ამ ქვეყნის წარმატებას ასახავს. ოპოზიციის ეს განცხადებები და მათ მიერ, თითქოს, შემჩნეული ანგარიშის ნაკლოვანებები, რეალურად არის ის, რაც მათ უნდათ, რომ საზოგადოებას დაანახონ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაკლოვანებები ობიექტურად არც არსებობს. კრიტიკული შენიშვნებისთვის ოპოზიციას მიზეზები არ გააჩნია, უბრალოდ ისინი იძულებულები არიან ასეთი მიზეზები შეთხზან და ყალბი აჟიოტაჟები შესთავაზონ საზოგადოებას. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას აქვს წარმატება და ეს ჩვენს ოპოზიციას სამწუხაროდ არ ახარებს და არ აქვთ განცდა, რომ ქვეყნის წარმატება მათ სამსახურში დგას, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ საქმიანი და თემატური განხილვები შედგება. რეალურად, მათი მთავარი ამოცანაა, რამენაირად შექმნან ყალბი, დამახინჯებული სურათი თითქოს საქართველოში კატასტროფა ხდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.