რეზონანსი
29.06.2023

რატი იონათამიშვილის თქმით, პრემიერის პარლამენტში გამოსვლა, პირველ რიგში საინტერესო საზოგადოებისთვის იქნება. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დეტალურად ისაუბრებს იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას დეტალურად გააცნობს იმ მიღწევებს, გამოწვევებსა და პროგნოზებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ისაუბრებს იმაზე, თუ როგორი პროაქტილი სამუშაო გაწია თუნდაც ამ თვეებში საქართველოს მთავრობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას - მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ საზოგადოების წინაშე შერცხვენა, ვინაიდან არგუმენტების საპირისპიროდ მათ არასდროს აქვთ საქმიანი დღის წესრიგი", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ხვალ მოუსმენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×