
თუ საჭირო რეფორმების გატარების პროცესი წარმატებული იქნება, მაშინ მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, ყველა იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებებს , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
„მე ასეთ დროს სულ მახსენდება ჩვენი გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ალბათ დასაწყისში ქვეყანაში განსხვავებული სიტუაცია იყო და ვგულისხმობ ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ევროპულთან შეთავსებას, მაგრამ ჩვენ შევძელით ლიეტუვა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად.
ბრიუსელში კიევიდან ჩამოვედი, სადაც უკრაინის პრეზიდენტს შევხვდი. პირველ რიგში უკრაინაში ნატოს სამიტი განვიხილეთ. ჩვენ მართლად დიდი იმედები გვაქვს, რომ სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი და შევთანხმდებით უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად მკაფიო გზაზე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა შეუძლებელია უკრაინის ნატოში სრულუფლებიან წევრობაზე ვისაუბროთ, რადგან ომია.მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არ არის საკმარისი მუდმივად ვიმეოროთ ერთი და იგივე ფორმულა ღია კარის შესახებ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გარღვევას და უახლოეს დღეებში ვიპოვით შესაბამის ე.წ „ვორდინგს" ამ თემაზე. უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფა და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში შევძლებთ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. უკრაინას აქვს პროგრესი რეფორმების შესრულების გზაზე და ზელენსკიმ ბევრი რამ მითხრა წარმატებულ პროცესზე ანტიკორუფციულ მექანიზმებზე. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ რეკომენდაციებს ოქტომბერში და ამის შემდეგ ჩვენს პოზიტიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დრო იქნება უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა ნაუსედამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|