რეზონანსი
29.06.2023

„ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ცხადია შეჯერდა პოზიცია, რომ ჩვენს შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლოა იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებაში და ასევე ამ სამუშაოს შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ, მიუხედავად იმ ყალბი ინფორმაციებისა, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდებოდა პრესაში. ყველა ამ ბრალდებასა და ფაქტს ერთად გაეცა პასუხი",- აღნიშნა ხუციშვილმა.

საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ მასშტაბური კომპლექსური სისტემა შეიმუშავა იმისთვის, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს. ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ სანქციები ეხება ისეთ ფინანსურ სექტორს, ნივთებსა და საქონელს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იარაღის შესაძენად ან ბრძოლის ველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ ითხოვს საქართველოსგან ვაჭრობის შეჩერებას საკვებზე, სასუქზე ან სხვა ფართო მოხმარების საქონელზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×