რეზონანსი
29.06.2023

ხაბეიშვილმა თქვა ხელებს დავუმტვრევო? ჩემი ხაბე მოძალადე არ არის, იხუმრა. არ არის ის ბიჭი, რომ ეგ იკადროს. რაც შეეხება ძალადობას, რაც მოხდა, დასაგმობი და მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ზარქუას თქმით, რაც უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია, თუმცა ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ განცხადებებზე.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანია, წმინდაა და როცა შენ მას შეურაცხყოფას აყენებ, შემდეგ უნდა იცოდე, რომ ამას შეიძლება, ასეთი ქმედებები მოჰყვეს. როცა პროვოკაციულად იქცევი, შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეს, როცა მიიღებ. ძალადობა არ მომწონს, მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის და ასეთი არის არმია, მთელი საქართველოს უმრავლესობაა. ვინც პატრიარქს შეებრძოლება, ვინც პატრიარქს აუგად მოიხსენიებს, ასევე ჩვენს ეკლესიას, ადათ-წესებს და სულში ჩაგვაფურთხებს, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას რეაგირება ექნება. შემდეგ რომ დადიან და ჩივიან ხოლმე, ამას სჯობს, მოზომო, რას, როგორ საუბრობ და ვის ესაუბრები", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×