რეზონანსი
29.06.2023

„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება ერთი წლით მთავრობაზე ინიცირდება. როგორც შარშან, წელსაც რეგიონში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ფასების, სტაბილიზების, ზოგადად იმ ტურბულენტური გარემოდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელშიც ვიმყოფებით ყველანი", - განუცხადა საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეექვსედ გადავადდა. მისი ამოქმედების ბოლო თარიღი მიმდინარე წლის პირველი ივლისი იყო.

ენერგეტიკული ბირჟა არის თავისუფალი, საბითუმო ბაზარი, სადაც მსხვილ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის შესასყიდად პირდაპირ ბირჟაზე ივაჭრონ და ჰესების მფლობელებთან ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმონ. მსხვილი კომპანიების გასვლამ თავისუფალ ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×