რეზონანსი
28.06.2023

ჩვენ ყოველ ჯერზე ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ პროპორციულად - ვინმე გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? - ექნება პროპორციულად ადეკვატური პასუხი! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ არავითარ ძალადობას გამართლება არა აქვს, ძალადობა არის დასაგმობი და თუკი ვინმემ დააშავა, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რასაც შესაბამისი უწყება გააკეთებს.

"ცემა, ძალადობა არის კრიმინალი და მთელი რიგი გარემოების გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. გამომდინარე აქედან, დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს.ჩვენ არ ვართ ორიენტირებული იმისკენ, რომ რაიმე ტიპის ძალადობა მოხდეს - ეს ჩვენი მიზანი არ არის. პირიქით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც რომ მოხდეს, ვინმემ შეიძლება ხელი გაიშვიროს. ეს არ არის სწორი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×