რეზონანსი
28.06.2023

დღესვე პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ვქმნით მიდგომას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება, რომ პროკურატურამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეძლოს, რომ იშუამდგომლოს მათ შორის პატიმრობის გამოყენებით აღკვეთი ღონისძიების სახით კონკრეტული პირის მიმართ თუ კი ჩადენილი აქვს მას ისეთი სასტიკი მოპყრობა როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვნის თანდასწრებით, საჯაროდ, თუ ამან გამოიწვია ცხოველის დაღუპვა"- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×